პოლონეთში მიმდინარე მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატზე ჭადრაკში 11 სექტემბერს ფინალური შეხვედრები გაიმართა. მსოფლიო ჩემპიონის ტიტულისათვის საქართველოს და ყაზახეთის ნაკრები იბრძოდა. ეს ქართული ჭადრაკის ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო.
ქართველმა მოჭადრაკეებმა ფინალურ შეხვედრაში, ორივე მატჩში დაამარცხეს ყაზახი მოჭადრაკეები და დამაჯერებლად მოიპოვეს ჩემპიონობა!
საქართველოს ნაკრები შემდეგი შემადგენლობით ასპარეზობდა:
ბელა ხოტენაშვილი (2423)
მერი არაბიძე (2349)
ნინო ბაციაშვილი (2366)
ლელა ჯავახიშვილი (2342)
სალომე მელია (2267)
გუნდის კაპიტანი – დავით ჯოჯუა.