კორეაში გამართულ საერთაშორისო ღვინის ფესტივალზე, საქართველო საპატიო სტუმრის სტატუსით მონაწილეობდა

ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, კორეის რესპუბლიკის ქალაქ დეჯონში საერთაშორისო ფესტივალზე “Daejeon International Wine Festival” ქართული ღვინის 15 მწარმოებლის, როგორც დიდი კომპანიების, ასევე მცირე მარნების ღვინო იყო წარმოდგენილი.

საქართველო წელს ფესტივალზე საპატიო სტუმრის სტატუსით მონაწილეობდა.

მსგავსი ტიპის მასშტაბურ ღონისძიებებზე ქართული ღვინის წარდგენა ემსახურება ქართული ღვინის საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციას.