მანანა პეტრიაშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

საქართველოს კანოესა და ნიჩბოსნობის ეროვნული ფედერაციის ინფორმაციით, პოლონეთში ქალაქ პოზნანში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირზე ‘ოლიმპიური იმედები’ ჩვენი ახალგაზრდული ნაკრების 6 წევრი: სანდრო თეზელაშვილი, გაბრიელ როყვა, მანანა პეტრიაშვილი, მარიამ გიუტაშვილი, ნიკოლოზ ჭეიშვილი, გიორგი ეკალაძე (მწვრთნელი მურმან მალანია) მონაწილეობს.

მათგან მხოლოდ მანანა პეტრიაშვილმა დაიკავა მე-3 ადგილი და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.