კანადაში ქართული დღეები და ტაძრის აშენებიდან 150 წლის იუბილე გაიმართება.
17 სექტემბერს, 14:00 საათზე, კუკსტაუნში, ახალი ეკლესიის ეზოში საქართველოს სხვადასხვა კუთხეების ხელოვნების და კულინარიის წარდგენა მოხდება. საწნახელში დაიწურება ყურძენი, მოდუღდება თათარა და ამოივლება ჩურჩხელები.
ფესტივალს დაესწრებიან პარლამენტის წევრები, საქართველოს საკონსულოს წარმომადგენლობა კანადაში და კანადელი სტუმრები. ისინი ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა რეგიონს გაეცნობიან და მათი ავთენტიკური გემოებითა და სასმლით ისიამოვნებენ.
ფესტივალის მონაწილეები, შეძლებისდაგვარად, ქართულ სამოსში იქნებიან გამოწყობილი.