შოთა მიშველიძემ მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

საუდის არაბეთში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე, სადაც პარიზის 2024 წლის ოლიმპიური თამაშების ლიცენზიების ქულებიც თამაშდება, შოთა მიშველიძემ (61კგ.) საქართველოს ნაკრების პირველი მედალი მოუტანა.

ქართველმა ძალოსანმა მთავარი მწვრთნელის გიორგი ასანიძის ხელმძღვანელობით ატაცში 132 / 136 კგ. დაძლია და ბრინჯაოს მედლის მოპოვება შეძლო.

ძალოსანმა აკვრაში თავი 156 / 161 კილოგრამს გაართვა და მე-13 საფეხური ერგო, მიშველიძემ ორჭიდი მოგროვილი 297 კილოგრამით კი მე-4 ადგილი მოიპოვა.