ნინა თიბილაშვილი მსოფლიო თასის გათამაშების ვერცხლის მედალოსანია

მსოფლიო თასის გათამაშებაზე პარაფარიკაობაში ნინა თიბილაშვილმა რაპირით ეტლით ფარიკაობაში მოპოვებულ ბრინჯაოს მედალს ხმალში აღებული ვერცხლი დაუმატა.

მან მეოთხედფინალში ბრძოლა მოუგო იაპონელ შინო კავაის ანგარიშით 15:6,

ნახევარფინალში დაამარცხა იტალიელი ლორენადა ტრიჯილიასი 15:7, ფინალში კი ბრძოლა დათმო პოლონელ კინგა დროჟდთან ანგარიშით 15:9 და ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.

მსოფლიო თასის გათამაშება 5 სექტემბრამდე გაგრძელდება