მწერალთა სახლის ხელშეწყობით, გერმანულად ითარგმნა და გამომცემლობის Dagyeli Verlag მიერ გამოიცა შორენა ლებანიძის “თუ საჭიროა, გათქმევინებთ”.
მთარგმნელი: კატია ვოლტერსი.
შორენა ლებანიძის დოკუმენტური რომანისა და მოთხრობების ეს კრებული, მეოცე საუკუნის საქართველოს საზოგადოებრივ-პოლიტიკური თუ კულტურული კლიმატის გაცოცხლების ფონზე, საბჭოთა რეჟიმს შეწირული ადამიანების პიროვნულ ტრაგედიას ასახავს.
წიგნისთვის ავტორს 2020 წელს მიენიჭა ლიტერატურული პრემია „საბა“ „საუკეთესო ესეისტიკისა და დოკუმენტური პროზის“ ნომინაციაში.