ამსტერდამში ქართული ღვინის დეგუსტაცია გაიმართა

ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით და ქართული ღვინის იმპორტიორი კომპანიის „Bleeker Wijnimport“ ორგანიზებით, ნიდერლანდების სამეფოს დედაქალაქ ამსტერდამში ქართული ღვინის დეგუსტაცია გაიმართა.

აღნიშნული ღონისძიების ფარგლებში, რომელიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქართული ღვინის ცნობადობისა და საექსპორტო პოტენციალის ზრდის კუთხით, წარმოდგენილი იყო 20-მდე ქართული ღვინის კომპანიის, საშუალო და მცირე მარნების პროდუქცია.