საქართველოს ეტლით მოფარიკავე ქალთა ნაკრები გუნდი აგრძელებს ასპარეზობას მსოფლიო თასის გათამაშებაზე.
დღეს ირმა ხეცურიანმა ხმლით ფარიკაობაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
ირმა ხეცურიანმა მერვედფინალში კორეელი პარამოფარიკავე დაამარცხა ანგარიშით 15:2, მეოთხედფინალში მოიგო უკრაინელ მოწინააღმდეგესთან 15:14, ნახევარფინალში ბრძოლა დათმო უნგრელ მეცო ბოლგარკასთან ანგარიშით 15:9 და ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.