ესპანეთში გამართული საერთაშორისო ღია ტურნირი ჭადრაკში “V Torneo Internacional de Ajedrez San Cristóbal de La Laguna 2023” მერაბ გაგუნაშვილის პირველობით დასრულდა.
ქართველმა დიდოსტატმა 9-იდან 7 გამარჯვება მოიპოვა და მხოლოდ ორ შეხვედრაში დაზავდა.
მერაბ გაგუნაშვილმა ერთი ქულით გაასწრო მეორე ადგილზე გასულ არგენტინელ დიდოსტატს ტომას სოსას და საკუთარ რეიტინგს +11 ქულაც შემატა.