ქართულ-იტალიურმა ტელეკომპანიამ KN TV იტალიაში მაუწყებლობის ოფიციალური ლიცენზია მოიპოვა, რაც იმას ნიშნავს, რომ ტელევიზიას უფრო მეტი შესაძლებლობები ექნება.
ქეთი ნოგიევამ “ქართულ კვირასთან” საუბრისას კიდევ ერთი სიახლე გაგვიმხილა – მისგან კიდევ ერთ ახალ ინოვაციურ პროექტს ველოდებით. ეს იქნება მობილური აპლიკაცია, რომელიც მსოფლიოში მიმოფანტულ ქართველ ემიგრანტებს ერთ სივრცეში გააერთიანებს, მათ სხვადასხვა უფასო და სასარგებლო სერვისებს და სიახლეებს შესთავაზებს… ეს იქნება პროექტი, რომელიც იტალიაში ჯერჯერობით არ განხორციელებულა.