მსოფლიო ჩემპიონატის წინ ჭიდაობის საერთაშორისო გაერთიანებამ საუკეთესო რვა მოჭიდავის რეიტინგი გამოაქვეყნა

მსოფლიო ჩემპიონატის წინ ჭიდაობის საერთაშორისო გაერთიანებამ ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში, წონების მიხედვით, საუკეთესო რვა მოჭიდავის რეიტინგი გამოაქვეყნა.

ქართველთაგან მსოფლიო ჩემპიონატს წონის ლიდერის რანგში ლერი აბულაძე (63 კგ) და ჯონი ხეცურიანი(67 კგ) შეხვდებიან.

წონის მეორე ნომერია ნუგზარ წურწუმია (55 კგ), რომელიც მხოლოდ ელდანიზ აზიზლის ჩამორჩება. მეშვიდე ნომრად იქნება მსოფლიოზე განთესილი რამაზ ზოიძე (72 კგ); იური ლომაძე (77 კგ) წონის მერვე ნომერია; ,მეორე ნომრადაა განთესილი გელა ბოლქვაძე (82 კგ); წონის მეოთხე ნომერი იქნება იაკობ ქაჯაია (130 კგ).

ეს მოჭიდავეები მსოფლიო ჩემპიონატს პირდაპირ 1/8 ფინალიდან დაიწყებენ.

მსოფლიო ჩემპიონატი 16-დან 24 სექტემბრის ჩათვლით ბელგრადში გაიმართება.