მწერალმა ნესტან კვინიკაძემ და რეჟისორმა ქეთი მაჭავარიანმა საბერძნეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის კონკურსში ახალი კინოპროექტისთვის 170 000 ევრო მოიგეს. ამის შესახებ ინფორმაციას თავად ნესტან კვინიკაძე ავრცელებს სოციალურ ქსელში.
“კაპრიზული ღმერთების და შეუკავებელი ემოციების ქვეყანას საიმედოდ დავუკავშირდი :
- საბერძნეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის კონკურსში მე და ქეთი მაჭავარიანმა ახალი კინოპროექტისთვის 170 000 ევრო მოვიგეთ;
- ბერძნულ ენაზე თარგმნილი ჩემი რომანი “38,44” უკვე დასტამბულია;
- აღმოჩენილია საკუთარ თავში მოგზაურობის მნიშვნელოვანი გამოცდილება.
მოკლედ, გრძელდება ცხოვრება უიღბლო ქვეყანაში… ვუბრუნდები ჩემი თანამოაზრეების ბრძოლის ორ ფრონტს;
კინოც და ლიტერატურაც თავისუფალი, დამოუკიდებელი და პოლიტიკურია!“ – წერს ნესტან კვინიკაძე.