ზურაბ კინწურაშვილი ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორია

საქართველოს ტაეკვონდოს ნაკრების წევრი ზურაბ კინწურაშვილი ესტონეთში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის ვერცხლისმედალოსანია.

ფინალური ორთაბრძოლა ქართველმა სპორტსმენმა უკრაინელ კონსტანტინ კოსტენევიჩთან დათმო.

აღსანიშნავია, რომ ორიოდე თვის წინ ზურაბ კინწურაშვილმა კრაკოვში გამართულ ევროპულ თამაშებზე ოქროს მედალი დაისაკუთრა.