ბირმინგემში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველომ კიდევ სამი მედალი მოიპოვა

ბირმინგემში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე, პარაძიუდოში საქართველომ კიდევ ორი მედალი მოიპოვა

რევაზ ჩიკოიძემ (90 კგ) ტურნირზე ბრიტანელ და უზბეკ მოწინააღმდეგეებს სძლია, ნახევარფინალში თურქ მეტოქესთან დამარცხდა, მესამე ადგილისთვის ბრძოლა კი კუბელ პარასპორტსმენს მოუგო.

+90 კგ. წონაში კი რევაზ ჩიკოიძემ მესამე ადგილებისთვის შეხვედრაში წარმატებით იასპარეზა და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

საქართველოს პარაძიუდოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობას 25 აგვისტოს გუნდური შეჯიბრებით დაასრულებს.

და კიდევ ერთი მედალი, ამჯერად წოლჭიმში.

უსინათლოთა წოლჭიმში ბირმინგემში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე, ჩვენი პარასპორტსმენი დავით დავითური 82კგ. წონით კატეგორიაში, სამჭიდის ჯამში მესამე ადგილზე გავიდა და ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.