პარაძიუდოისტი ნუკრი მიღრიჯანაშვილი მსოფლიოს ვიცეჩემპიონია

დიდ ბრიტანეთში, ქ. ბირმინგემში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე პარაძიუდოში ნუკრი მიღრიჯანაშვილმა (-60 კგ) მიჯრით უძლიერესი იაპონელი და ბრაზილიელი მეტოქეები დაამარცხა, ნახევარფინალში პარალიმპიური თამაშების გამარჯვებულს შერზოდ ნომოზოვს იპონით სძლია. ფინალი კი უზბეკ კერმან ნურილაევთან დათმო.

დღეს, მსოფლიო ჩემპიონატის მეორე დღეს პარაძიუდოში, ტატამზე ჩვენი ნაკრების ოთხი წევრი იასპარეზებს;

ლაშა ყიზილაშვილი – 90 კგ. J2 (მცირემხედველთა შორის);

რევაზ ჩიკოიძე + 90 კგ, J2 (მცირემხედველთა შორის);

გიორგი ბერიძე + 90 კგ, J1 (უსინათლოთა შორის);

ინა ქალდანი -70კგ, J2 (მცირემხედველთა შორის).