აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ირანისტიკის სპეციალობის სტუდენტები, მამუკა ქარქაშაძე და თეონა კალანდაძე ირანის ისლამურ რესპუბლიკაში სტუდენტურ სასწავლო-შემეცნებით პროგრამაში მონაწილეობენ.
პროგრამას სრულად აფინანსებს “საადის ფონდი” და მოიცავს როგორც სასწავლო კურსებს, ისე ექსკურსიებს თეირანში, ისპაჰანსა და შირაზში.
აღსანიშნავია, რომ ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოს კულტურის სამსახური პირველკურსელებს, რომლებიც ირანისტიკის პროგრამას ირჩევენ 1 წლის სწავლის საფასურს უფინანსებს.