ანა ჩიქოვანი სწავლას ამერიკის შეერთებულ შტატებში ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის (George Washington University) სამართლის სკოლაში გააგრძელებს

თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის სკოლის კურსდამთავრებული ანა ჩიქოვანი, GW Law Merit Scholarship-ის დაფინანსებით, სწავლას ამერიკის შეერთებულ შტატებში, ქალაქ ვაშინგტონში, ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის (George Washington University) სამართლის სკოლაში, ენერგეტიკისა და გარემოს დაცვის სამართლის სამაგისტრო პროგრამაზე გააგრძელებს .

ანამ, აგრეთვე, სწავლის მოწვევა მიიღო ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის (Georgetown University), ბოსტონის უნივერსიტეტისა (Boston University) და ფორდჰემის უნივერსიტეტის (Fordham University) სამართლის სკოლებიდან ნაწილობრივი დაფინანსებებით, თუმცა საბოლოო არჩევანი გააკეთა ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამაზე.

ანამ თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის საბაკალავრო პროგრამის დასრულების შემდეგ სწავლა გააგრძელა ბუცერიუსის უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამაზე. გერმანიაში სწავლის პერიოდში ის დასაქმებული იყო Noerr LLP-ის დიუსელდორფის ოფისში.