საქართველოს მოსწავლეთა ნაკრებმა დიდ ბრიტანეთში, iwise (World Innovative Student Expo)-ის საერთაშორისო კონფერენციაზე ოქროს, ვერცხლისა და 3 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
მოსწავლეთა საერთაშორისო კონფერენცია ინგლისში, ლონდონთან ახლოს, Guildford-ში ტარდებოდა, კერძოდ The University of Surrey-ში, რომელიც 19-ე საუკუნეშია დაარსებული და მაღალრეიტინგული უნივერსიტეტების კატეგორიაში შედის.
iwise – კონფერენციაზე 20 ქვეყნის 350 გამარჯვებული ფინალისტი მონაწილეობდა.
საქართველოს გუნდის სახელით კონფერენციაში GAS&GAHS სკოლების ექვსი მოსწავლე მონაწილეობდა. მათ 5 თემა წარადგინეს მათემატიკის, ფიზიკის, საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და ხელოვნების სექციაში.
-
მათემატიკის სექცია – მამუკა (მიკა) მესხიშვილი;
-
მათემატიკის სექცია – მიხეილ ქიტიაშვილი; ნიკოლოზ დავითაძე
-
ფიზიკა – ნიკოლოზ კოკაია
-
საბუნებისმეტყველო მეცნიერებები – ნათია ბიჩელაშვილი
-
ხელოვნება – ნუცა ჩუბინიძე
მათემატიკის სექციის ხელმძღვანელი ფიზიკა- მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი მამუკა მესხიშვილია.
ჩვენი სკოლების მოსწავლეები პროექტები ინგლისურ ენაზე წარადგინეს.