პოლონეთში, ქალაქ კატოვიცეში ასტრონომიისა და ასტროფიზიკის საერთაშორისო ოლიმპიადა ჩატარდა, სადაც 52 ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობდა. საქართველოს ნაკრების წევრებმა ოლიმპიადაზე საუკეთესო შედეგი აჩვენეს – მათ 3 ბრინჯაოს მედალი და 2 საპატიო სიგელი მოიპოვეს.
ნაკრების წევრები არიან: ლუკა თვალავაძე – ბრინჯაოს მედალი, დაჩი ჭოტაშვილი – ბრინჯაოს მედალი, ირაკლი უგულავა – საპატიო სიგელი, ბიძინა გაგნიძე – საპატიო სიგელი, ანდრია მანჯავიძე – ბრინჯაოს მედალი. ნაკრების მწვრთნელები: ნიკოლოზ ცქიტიშვილი და გიორგი ბახტაძე.
აღსანიშნავია, რომ წინა წელს ეს ოლიმპიადა საქართველოში ქართველი სტუდენტების უდიდესი შრომით ჩატარდა. წინა წლის შედეგი იყო – 2 ბრინჯაო და 2 სიგელი. აღსანიშნავია, რომ ეს ბრინჯაოს მედლები საქართველოსთვის პირველი იყო და ისინი ჩვენმა წლევანდელმა ნაკრების წევრებმა ირაკლი უგულავამ და ბიძინა გაგნიძემ აიღეს.