საქართველოს პარატაეკვონდოს ნაკრებმა ევროპის პარაჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა.
როტერდამი 2023-ის მე-9 დღეს, ანდრეი სლეპცოვმა (-80კგ) ოქროს მედალი გიორგი ზარქუამ (ასევე -80კგ) ვერცხლის მედალი დავით მაქაძემ (აბსოლუტური) კი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
ევროპის პარაჩემპიონატზე საქართველოს პარატაეკვონდოს ნაკრების ანგარიშზე სულ 9 მედალია, საერთო ჩათვლაში კი როტერდამი 2023-ზე, საქართველოს პარანაკრებს 16 მედალი აქვს მოპოვებული.
ქართველი პარაათლეტები განაგრძობენ ასპარეზობას ევროპის ჩემპიონატზე პარასროლის და ეტლით მშვილდოსნობის სახეობებში.