საქართველოს თავისუფალი სტილით 20-წლამდელ მოჭიდავეთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი მედლები მოიპოვა.
გიორგი გოგრიჭიანმა (74 კგ) მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში ქართველმა ანტონ სუჩკოვი დაამარცხა.
ასევე, ბრინჯაოს მედლის მფლობელი გიორგი რომელაშვილი (92 კგ) გახდა. მან ყირგიზი ნურბოლოტ ადილ ულუ დაამარცხა და მესამე ადგილი დაიკავა.