ევროპის პარაჩემპიონატზე საქართველოს პარაძიუდოს ნაკრები პირველ ადგილზეა

ევროპის პარაჩემპიონატზე საქართველოს პარაძიუდოს ნაკრები საერთო ჩათვლაში, ვაჟთა შორის, პირველ ადგილზეა.

შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონები რევაზ ჩიკოიძე და გიორგი ქალდანი გახდნენ, ბრინჯაოს მედლები კი ნუკრი მიღრიჯანაშვილმა, ზურაბ ზურაბიანმა და ლაშა ყიზილაშვილმა მოიპოვეს.