ჩრდილოეთ მაკედონიაში გამართულ ევროპის თასზე ახალგაზრდებს შორის, სადაც საქართველოს 4 წარმომადგენელი ასპარეზობდა, ქართველმა ძიუდოისტებმა სამი მედალი მოიპოვეს.
ვერცხლის მედლის მფლობელი ლაშა მაისურაძე (-100კგ) გახდა.
ბრინჯაოს მედლებს ნინო ლოლაძე (-57კგ) და ეთერ ასკილაშვილი (-63კგ) დაეუფლნენ.