16 წლამდე ასაკის მოჭადრაკეთა შორის მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადა დაიწყო

ნიდერლანდების ეინდჰოვენში სტარტი აიღო მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადამ 16 წლამდე ასაკის მოჭადრაკეთა შორის.

ასპარეზობა 67 გუნდს შორის შვეიცარიული სისტემით, 9 ტურად გაიმართება.

საქართველოს ღირსებას ოლიმპიადაზე დაიცავენ: ლუკა კილაძე, ნიკოლოზ შამათავა, ანასტასია კირთაძე და კესარია მგელაძე. გუნდის მწვრთნელი დავით ზარქუა გახლავთ.