მათემატიკის საერთაშორისო სტუდენტური ოლიმპიადისთვის (IMC) ამოცანების შერჩევაზე დიდი კონკურსია და უკვე მეორედ გამოიყენეს ქართველის შედგენილი ამოცანა.
ამოცანა ეკუთვნის თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის მათემატიკური საგნების კურატორსა და პროფესორს, გიორგი არაბიძეს.
IMC-ზე გამოყენებული პირველი ქართული ამოცანაც გიორგი არაბიძეს ეკუთვნოდა.