ბუქარესტში მიმდინარე (U20) და (U23) ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე გუშინ 4 ქართველი ძალოსანი ვიხილეთ და არავის გაუკვირდება თუ ვიტყვით, რომ მათგან სამის გამოსვლა მედლებით დასრულდა.
კირვალიძემ ორჭიდში მოგროვილი 358 კილოგრამით კვლავ ოქროს მედალს დაეუფლა და კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე დადგა.
(U23) ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე მთავარი მწვრთნელის, გიორგი ასანიძის ხელმძღვანელობით ზაზა ლომთაძე და აკაკი ტალახაძე (109 კგ.) გამოვიდნენ.
აკაკი ტალახაძემ ატაცში 154 / 158 / 162 კგ. დაძლია და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. აკვრაში კი ძალოსანმა საწყისი წონა ვერ დაძლია.
ზაზა ლომთაძემ კი ატაცში თავი 161 კილოგრამს გაართვა და მე-5 ადგილს დასჯერდა.
ძალოსანმა აკვრაში 200 / 207 / 210 კილოგრამი დაძლია, ოქროს მედლის მფლობელი გახდა და ევროპის ჩემპიონის ტიტულიც მოიპოვა.
ლომთაძემ ასევე უმაღლესი სინჯის მედალი მოიპოვა ორჭიდში მოგროვილი 371 კილოგრამითაც.