20 ივლისს გერმანიაში, ჰაიდენჰაიმის საოპერო ფესტივალზე (Opernfestspiele Heidenheim) ჯ. ვერდის ოპერის “ჯოვანა დ’არკო” (Giovanna d’Arco) პრემიერა შედგა, სადაც მთავარ როლს კონსერვატორიის დოქტორანტი, მომღერალი სოფო გორდელაძე ასრულებდა. დირიჟორი – მარკუს ბოში (Marcus Bosch), რეჟისორი – ულრიხ პროშკა (Ulrich Proschka) .
პრემიერამ უდიდესი წარმატებით ჩაიარა და წარმოუდგენლად დადებითი შეფასებები მოყვა როგორც პრესის, ასევე პუბლიკის მხრიდან.
განსაკუთრებულად აღნიშნავდნენ სწორედ სოფოს შესრულებას.
გაკეთდა სპექტაკლების ჩანაწერი და 2024 წელს გამოიცემა როგორც აუდიო, ასევე blueray (ვიდეოს) სახით.
საპრემიერო ჩანაწერის მოსმენა 30 დღის განმავლობაში შეგიძლიათ.
სოფო გორდელაძემ თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის სამაგისტრო საფეხური დამთავრა, არის სხვადასხვა კონკურსის ლაურეატი და ევროპისა და მერიკის დიდ სცემენბზე აქტიურად მოღვაწეობს.
მისი წინსვლა დაიწყო ძალზე პრესტიჟული საერთაშორისო კონკურსის Neue Stimmen-ის საფინალო ეტაპზე გასვლის შემდეგ.
ამჟამად აქტიურია როგორც საერთაშორისო სცენებზე, ასევე მუდმივად გამოდის საქართველოში, როგორც კამერული მუსიკის კონცერტებზე ასევე თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე, სადაც წამყვან პარტიებს ასრულებს.