თათია კობალაძე და ნინი შერმადინი ავტორ-შემსრულებელთა კონკურსის შემდეგ ეტაპზე გადავიდნენ

ავტორ-შემსრულებელთა კონკურსის პირველი ეტაპი დასრულდა. როგორც იცით მასში ორი ქართველი – თათია კობალაძე და ნინი შერმადინი მონაწილეობს. ორივე მათგანმა თავიანთ ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა, საუკეთესო ოცეულში მოხვდა და შემდეგ ეტაპზე გადავიდა.

რამდენიმე დღეში გავიგებთ ვინ მოხვდება ტოპ თხუთმეტში და მერე უკვე ნახევარფინალს და ფინალს დაველოდებით. ეს კი იმას ნიშნავს, რომ კვლავ უნდა განვაგრძოთ მათი გულშემატკივრობა და ხმა მივცეთ მათთვის განკუთვნილ ბმულზე.

„ქართული კვირა“ წარმატებას უსურვებს ორივე კონკურსანტს.