გურამ გიორბელიძე ევროპის ჩემპიონია

ბუქარესტში მიმდინარე U23 ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე გურამ გიორბელიძემ (67 კგ.) საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის, გიორგი ასანიძის ხელმძღვანელობით ბრწყინვალედ იასპარეზა და 3 ოქროს მედალი მოიპოვა.

ძალოსანმა ატაცში სამივე ცდა 122 / 125 / 129 კგ.  წარმატებით დაძლია და ოქროს მედლის მფლობელი გახდა.

გურამ გიორბელიძემ აკვრაში დაძლეული 151 / 157 / 161 კილოგრამითაც ოქროს მედლის მოპოვება შეძლო.

ასევე უმაღლესი სინჯის მედალი დაისაკუთრა ორჭიდში მოგროვილი 290 კილოგრამითაც.