ბუქარესტში მიმდინარე (U20) ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატის პირველივე დღეს მარიამ მაისურაძემ (49 კგ.) საქართველოს ნაკრებს პირველი მედლები მოუტანა.
ქართველმა ძალოსანმა მთავარი მწვრთნელის, თემურ ჯანჯღავას ხელმძღვანელობით ატაცში 68 / 72 / 74 კგ. დაძლია და ოქროს მედლის მფლობელი გახდა.
მარიამ მაისურაძემ აკვრაში თავი 88 კილოგრამს გაართვა და მე-4 ადგილზე გავიდა.
მარიამმა ორჭიდში მოგროვილი 162 კილოგრამით კვლავ უმაღლესი სინჯის მედლის მოპოვება შეძლო.
გარდა ამის,ა მაისურაძემ საქართველოს რეკორდებიც დაამყარა. ძალოსანმა ატაცსა და ორჭიდში ქვეყნის რეკორდი 2 – 2 კილოგრამით გააუმჯობესა.