მსოფლიო რეიტინგის პირველმა ნომერმა ზედიზედ მეორე მსოფლიო ჩემპიონატზე მოიპოვა მედალი. ქართველმა ხმლით მოფარიკავემ, რომელიც შარშან კაიროში, ამავე რანგის ასპარეზობაზე, ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა, შარშანდელი შედეგი გააუმჯობესა და მილანის მსოფლიო პირველობაზე ვერცხლის მედალი მოიპოვა.
სანდრო ბაზაძემ ფინალისკენ მიმავალ გზაზე გერმანელი, ტუნისელი, ამერიკელი და იაპონელი მეტოქეები დაამარცხა. დაძაბულ ნახევარფინალში 15-14 მოუგო ეგვიპტელ ზიად ელ-სისის, მაგრამ ოქროს მედლისთვის შეხვედრაში ამერიკელ ელი დერშვიცთან 6-15 დამარცხდა და კვარცხლბეკის მეორე საფეხურზე ავიდა, რაც დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ფარიკაობაში მიღწეული საუკეთესო შედეგია.
აღსანიშნავია, რომ სანდრო ბაზაძემ მიმდინარე სეზონის ყველა 11 ტურნირზე (მსოფლიო ჩემპიონატი, ევროპის ჩემპიონატი, ევროპული თამაშები, გრან-პრი, მსოფლიო თასი) საუკეთესო სამეულშია.