28-30 ივლისს, „ისთერნ ფრომოუშენსი“ წარმოგიდგენთ შავი ზღვის რიგით მე-16 ჯაზფესტივალს. ორგანიზატორები, აჭარის რეგიონის სტუმრებს, როგორც ყოველთვის განსაკუთრებულ საღამოებს ჰპირდებიან. ფესტივალის სამი დაუვიწყარი დღის სტუმრები, მსოფლიოში აღიარებული ვარსკვლავები არიან:
28 ივლისი – ბედფორდ ფოლსი (BEDFORD FALLS); სოულ თრეინი (SOUL TRAIN)
29 ივლისი – ლეგენდარული მარკუს მილერი (MARCUS MILLER European Tour 2023)
30 ივლისი – ბრუკლინ ფანკ ესენშელს (BROOKLYN FUNK ESSENTIALS)
ყოველი დღის ბოლოს კი, 24:00 საათზე ივერია ბიჩზე, საღამოს თიენემ ჯემ სეიშენი (TNM JAM SESSION) დაასრულებს.
წლევანდელი ფესტივალის სტუმრებს ახლად შექმნილი სივრცე „სთეიჯ 17“ უმასპინძლებს (ქ.ბათუმი, რუსთაველის ქ 34).