ბათუმში მსოფლიო რეკორდი დამყარდა. ქართველმა სპორტსმენებმა ბაგრატ ჟღენტმა და ჭაბუკა ჭიღლაძემ 15 ვაგონი, ჯამში 375 ტონა და 700 კგ ბეჭებით 2 მეტრზე გასწიეს.
ამით ბაგრატ ჟღენტმა საკუთარი რეკორდი 10 ვაგონი გააუმჯობესა. ჭაბუკა ჭიღლაძისთვის ეს პირველი რეკორდია.
აღსანიშნავია, რომ ჭაბუკა ჭიღლაძე 21 და 22 ივლისს უძლიერეს მამაკაცთა შორის ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებულიცაა.