გერმანიის საელჩოს თბილისში სამი შეგირდი – ორი დურგალი და ერთი მეღვინე სტუმრობდნენ.
ხელოსნები ტრადიციულ მოგზაურობას, ეგრეთ წოდებულ Walz-ს იწყებენ, რათა იმუშაონ სხვადასხვა სახელოსნოებში, გაეცნონ ახალ პრაქტიკებს და გაიფართოონ ცოდნა. შუა საუკუნეებიდან ადრეული ინდუსტრიალიზაციის პერიოდამდე ეს მოგზაურობა სავალდებულო იყო, რათა შეგირდი ოსტატის წოდების მისაღებ გამოცდაზე დაეშვათ. დღეს კი ამ ძველ ტრადიციას ცოტა ხელოსანი თუ იცავს, მაგრამ ამის მიუხედავად დაახლოებით ხუთასამდე შეგირდი გერმანიიდან ამჟამად მაინც მოგზაურობს.
მოგზაური შეგირდი არ უნდა იყოს დაოჯახებული, არ უნდა ჰყავდეს შვილები, არ უნდა ჰქონდეს ვალები და არ უნდა იყოს 30 წელზე უფროსი – ეს არის წინაპირობები, რომლებსაც კანდიდატები შეგირდის გამოცდის ჩაბარების შემდეგ უნდა აკმაყოფილებდნენ, რათა ტრადიციულ მოგზაურობაში წავიდნენ. მოგზაურობა დაშვებულია ძირითადად მხოლოდ ფეხით ან ავტოსტოპით და მინიმუმ სამი წელი და ერთი დღე უნდა გაგრძელდეს.
შეგირდებისთვის ეს საინტერესო, თავგადასავლებით დატვირთული, მაგრამ ასევე დამღლელი დროა.