რომში, მხატვარ თამაზ ხარიტონაშვილს საეთაშორისო პრემია გადაეცა

ქართველი ემიგრანტი მხატვარი, ნიუ-იორკის მხატვართა ასოციაციის წევრი, თამაზ ხარიტონაშვილი რომში იმყოფება, სადაც საერთაშორისო პრემია გადაეცა მიქელანჯელოს ქანდაკებისთვის.

„რომში ორი მიზეზით ვიმყოფებოდი. საერთაშორისო პრემიით დამაჯილდოვეს იტალიელი გენიოსის, მიქელანჯელოს ქანდაკებისთვის და ასევე გამოვაქვეყნე 2 წიგნი.

ერთი წიგნი მიქელანჯელოს სახელობისაა და შეიცავს ინფორმაციას ჩემი ნამუშევრის შესახებ, ხოლო მეორე წიგნი თანამედროვე ცნობილ ოსტატებს ეხება. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო რომის ფონდის ორგანიზაციას და იტალიას დაფასებისთვის“, – განაცხადა თამაზ ხარიტონაშვილმა „ქართულ კვირასთან“ საუბრისას.

შეგახსენებთ, რომ 13 ივლისიდან 16 ივლისის ჩათვლით, საერთაშორისო South Hampton Art-ის ბაზრობაზე გრანდიოზულმა, მაღალი კლასის და ერთ-ერთმა საუკეთესო გალერეამ, ლონგ-აილენდზე ნიუ-იორკში, ხელოვნების მოყვარულებს და დაინტერესებულ პირებს უმასპინძლა გამოფენაზე, სადაც ჩვენი თანამემამულის, ემიგრანტი მხატვრის, თამაზ ხარიტონაშვილის ნახატები გამოიფინა.