კიოტოს სანგიოს უნივერსიტეტის (Kyoto Sangyo University) მიწვევით საქართველოს ელჩმა, თეიმურაზ ლეჟავამ, საელჩოს თანამშრომელთან, დავით გოგინაშვილთან ერთად, საქართველოს კულტურის, ისტორიის, ეკონომიკური პოტენციალის, იაპონია-საქართველოს ორმხრივი ურთიერთობებისა და სხვა მნიშვნელოვანი ასპექტების შესახებ ლექცია გამართა.
1 საათიანი ლექციის შემდეგ მსმენელებსა და მომხსენებლებს შორის აქტიური კითხვა-პასუხი გაიმართა.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს შესახებ ლექციის მოსასმენად ასზე მეტი სტუდენტი და რამდენიმე პროფესორი შეიკრიბა.