ახლგაზრდა პიანისტი, კონსერვატორიელი ელენე ნიკოლეიშვილი, 3 ტურიანი კონკურსის წარმატებით გადალახვის შედეგად, ბრიუსელის სამეფო კონსერვატორიაში, სამაგისტრო პროგრამის მეორე კურსზე განათლების საერთაშორისო ცენტრის სრული დაფინანსებით განაგრძობს სწავლას.
გასული სასწავლო წელი მისთვის ძალიან წარმატებული იყო:
იგი ბრიუსელში საქართველოს საელჩოში საქართველოსა და ბელგიის სამეფოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მონაწილეობდა, მან სხვადასხვა ცნობილ მუსიკოსთან გაიარა მასტერკლასები, მრავალ კონცერტში მიიღო მონაწილეობა, ჩაატარა 4 სოლო კონცერტი, მათ შორის ცნობილი მევიოლინე სეიდ ფილდის მიერ ორგანიზებულ კლასიკური მუსიკის საღამოების ფარგლებში. ელენე აქტიურად ეწევა ქართველ კომპოზიტორთა შემოქმედების პოპულარიზაციას.