საქართველოს მოსწავლეთა ნაკრებმა გოგონათა ევროპის მე-3 ოლიმპიადაზე ინფორმატიკაში 4 მედალი მოიპოვა

შვედეთში, ქალაქ ლუნდში დასრულდა გოგონათა ევროპის მე-3 ოლიმპიადა ინფორმატიკაში. საქართველოს მოსწავლეთა ნაკრებმა ოთხი გოგონას შემადგენლობით 4 მედალი მოიპოვა: ოქრო – ქეთევან ციმაკურიძე, ვერცხლი – ნინო ჩხაიძე და თეო კაკაბაძე, ბრინჯაო – გვანცა ხვედელიძე.

ოლიმპიადაში ევროპის ქვეყნების გარდა მსოფლიოს სხვა ქვეყნების უძლიერესი გუნდებიც მონაწილეობდნენ. სულ 52 ქვეყნის 189 მოსწავლე იყო წარმოდგენილი. საქართველომ მონაწილე გუნდებს შორის მე-2 შედეგი აჩვენა.