თამუნა ქოჩაკიძე ლონდონში KPMG-ში მუშაობს

თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის სკოლის კურსდამთავრებული თამუნა ქოჩაკიძე ლონდონში KPMG-ში მუშაობს Deal Advisor-ის გუნდში Tax Manager-ის პოზიციაზე.

თავისუფალ უნივერსიტეტში სწავლისას, თამუნამ ძირითად სპეციალობასთან ერთად დამატებითი სპეციალობაც (მაინორი) გაიარა ბიზნესსა და ფინანსებში.

თამუნას აქვს საგადასახადო საკონსულტაციო ინდუსტრიაში საგადასახადო მენეჯერად მუშაობის დიდი გამოცდილება. ის ფლობს საერთაშორისო საგადასახადო სამართალს, გაერთიანებული სამეფოსა და ევროკავშირის საგადასახადო სამართალს.

თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის საბაკალავრო პროგრამის დასრულების შემდეგ, თამუნა სწავლობდა Queen Mary University of London-ში სამაგისტრო პროგრამაზე საგადასახადო სამართლის მიმართულებით, მოგვიანებით კი ADIT კვალიფიკაციაც მოიპოვა.