“ევრონიუსისა” და “დოიჩე ველეს” შემდეგ აჭარის რეკლამას უკვე BBC–ის მილიონობით მაყურებელი ეცნობა. საიმიჯო რგოლში, რომელიც 190-ზე მეტ ქვეყანაში გადაიცემა, აჭარის სამთო და საზღვაო ტურისტული პროდუქტებია წარმოჩენილი. პრესტიჟული ბრიტანული მედიასაშუალება მსოფლიოს 29 ენაზე მაუწყებლობს. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ბათუმის პოზიციონირების მიზნით საერთაშორისო მედიასაშუალებებთან წლებია თანამშრომლობს. გარდა სატელევიზიო რეკლამისა, BBC და ევრონიუსი ბათუმში მოგზაურობის შესახებ სიუჟეტებსაც მოამზადებენ.
აჭარის რეკლამა სამიზნე ქვეყნებში აქტიურად მიმდინარეობს. რეგიონის პოპულარიზაცია უკვე განხორციელდა 20-ზე მეტ საერთაშორისო გამოფენასა და ღონისძიებაზე, საერთაშორისო მედიასაშუალებებში, სამიზნე ქვეყნების გამოცემებსა და ტელევიზიებში.