ილუსტრატორმა და ანიმაციური ფილმების რეჟისორმა ანა ჩუბინიძემ ახალი ფილმისთვის „ლომის ახალი ფაფარი” ჰოლანდიიდან დაფინანსება მიიღო. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მათ ფრანგულ სტუდია Folimage-თან ერთად, ჰოლანდიური სტუდია 5 A.M. Studios დაეხმარება ლამაზი თოჯინების შექმნაში. „ლომის ახალი ფაფარი“ GNFC – Georgian National Film Center – ის მხარდაჭერით შეიქმნება ჯიბის სტუდიაში. ინფორმაციას ამის შესახებ თავად რეჟისორი ანა ჩუბინიძე ავრცელებს სოციალურ ქსელში.
„🥳 გადასარევი ამბავი გვაქვს ჰოლანდიიდან – დაფინანსება ჩემი ახალი ფილმისთვის „ლომის ახალი ფაფარი“! ეს იმას ნიშნავს, რომ ფრანგულ სტუდია Folimage-თან ერთად, ჰოლანდიური სტუდია 5 A.M. Studios დაგვეხმარება ლამაზი თოჯინების შექმნაში😍 „ლომის ახალი ფაფარი“ GNFC – Georgian National Film Center – ის მხარდაჭერით შეიქმნება ჩვენს საყვარელ Pocket Studio – ჯიბის სტუდიაში 🎉🎉🎉“, – წერს ანა ჩუბინიძე.