სათავგადასავლო ტურიზმის განვითარების მიზნით ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ იმერეთში 2 საფეხმავლო ბილიკის მონიშვნა დაასრულა. პირველი ბილიკი ქუთაისში, ბაგრატის ტაძრის სიახლოვეს იწყება და ერთმანეთთან აკავშირებს ქუთაისს სათაფლიის აღკვეთილსა და სოფელ გუმათს. მეორე ბილიკის მარკირება წყალტუბოს მუნიციპალიტეტში სოფელ ზარათში ჩატარდა, რომელიც ზარათის ჩანჩქერამდე მიდის.
გასულ წელს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ მონიშნა და ინფრასტრუქტურულად მოაწყო ჯამურად 227 კმ სიგრძის 28 საფეხმავლო ბილიკი, მათ შორისაა იმერეთის 2 ბილიკი. ჭიათურის მუნიციპალიტეტში 2,7 კმ სიგრძის კაცხი – კაცხის სვეტის პანორამული ბილიკი მოეწყო. ბილიკებს ბოლოს იშლება პანორამული ხედები კაცხის სვეტზე. 5 კმ სიგრძის ბილიკი ბაღდათის მუნიციპალიტეტში ხანის ჩანჩქერთან მოეწყო.