თეიმურაზ ლეჟავამ ქართული ღვინო ტაკატოში ნიშივაკის და მოტოჰირო ონოს გადასცა

საქართველოს ელჩმა, თეიმურაზ ლეჟავამ პროექტის „ღვინის დიპლომატია – 47 გაუმარჯოს“ ფარგლებში მორიგი 2 შეხვედრა გამართა და ქართული ღვინო “ჯვარი” კიოტოს პრეფექტურის გუბერნატორს, ტაკატოში ნიშივაკის და ქართული ღვინო “ჩინური” საიტამას პრეფექტურის გუბერნატორს, მოტოჰირო ონოს გადასცა.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნული პროექტი  იაპონიის 47 პრეფექტურისათვის საგანგებოდ შერჩეული 47 სხვადასხვა ქართული ყურძნის ჯიშისგან დამზადებული ღვინის საჩუქრად გადაცემას ითვალისწინებს და მიზნად ჩვენი ქვეყნის მეღვინეობის კულტურის იაპონიის რეგიონებში პოპულარიზებას ისახავს.