ავსტრიის ქალაქ გრაცში მიმდინარე ევროპის თასზე ახალგაზრდებს შორის საქართველოს ნაკრების ძიუდოისტებმა შეჯიბრების პირველ დღეს 1 ოქროს და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.
ტურნირის გამარჯვებული -73კგ წონით კატეგორიაში გიორგი ლოლაძე გახდა. ბრინჯაოს მედლებს თომა გელაშვილი (-60კგ) და ალეკო კასრაძე (-66კგ) დაეუფლნენ.