გივი მაჭარაშვილმა ბუდაპეშტის სარეიტინგო ტურნირზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები ბუდაპეშტის სარეიტინგო ტურნირზე 12 სპორტსმენით გამოდის.

გუნდი უნგრეთში შემდეგი შემადგენლობით ჩავიდა:

57 კგ – ბექა ბუჯიაშვილი და რობერტ დინგაშვილი

61 კგ – შოთა ფარტენაძე

65 კგ – ედემი ბოლქვაძე

70 კგ – გიორგი ელბაქიძე

74 კგ – ოთარ ბაგაური

79 კგ – ავთანდილ კენჭაძე და ვლადიმერ გამყრელიძე

86 კგ – ტარიელ გაფრინდაშვილი

92 კგ – მირიან მაისურაძე

97 კგ – გივი მაჭარაშვილი

125 კგ – სოლომონ მანაშვილი

გივი მაჭარაშვილმა ბუდაპეშტის სარეიტინგო ტურნირზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში გივიმ ყაზახი ბეკზატ ურკიმბაი აშკარა უპირატესობით დაამარცხა.