ნინო დემეტრაშვილი სწავლას ჩინეთში გააგრძელებს

თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სკოლის ჩინური ენის მიმართულების მეოთხე კურსის სტუდენტი ნინო დემეტრაშვილი სწავლას ჩინეთში გააგრძელებს.

ნინომ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სამთავრობო სტიპენდია მოიპოვა  და ჩაირიცხა თიენძინის უნივერსიტეტში, სადაც ის ერთი წლის განმავლობაში გაივლის სტაჟირებას ენის შემსწავლელ პროგრამაზე, გაიუმჯობესებს ჩინური ენის დონეს და ადგილობრივ კულტურას გაეცნობა.

ნინომ სწავლის პერიოდში ჩააბარა ჩინური ენის დონის არაერთი გამოცდა – HSK 2, 3, 4. იგი აგრეთვე მონაწილეობდა არაერთ კონკურსში, როგორებიცაა: ჩინური ესეების, ჩინურად სიტყვით გამოსვლის, იეროგლიფების წერისა და ჩინური ენის ხიდის კონკურსები, სადაც მან დაიკავა საპრიზო ადგილები.