ბაწარა-ბაბანეურის დაცულ ტერიტორიებზე ახალი ეკოსაგანმანათლებლო ბილიკი გაიხსნა.
18 კმ სიგრძის წრიული ბილიკი, საინფორმაციო დაფების საშუალებით, ვიზიტორებს შესაძლებლობას მისცემს ბაწარა-ბაბანეურის დაცულ ტერიტორიასა და უნიკალურ ბიომრავალფეროვნებას გაეცნონ. ბილიკი კეთილმოწყობილია ყველა საჭირო ინფრასტრუქტურით, მათ შორის მოწყობილია სარეინჯერო კოტეჯი.
ბაწარა-ბაბანეურის დაცული ტერიტორიები კახეთის რეგიონში, ახმეტის მუნიციპალიტეტში მდებარეობს. ახალი ეკოსაგანმანათლებლო ბილიკი ვიზიტორებისთვის უკვე ღიაა.