ალექსანდრე ზაზარაშვილი ნიუ-იორკში სოლო კონცერტს გამართავს

ალექსანდრე ზაზარაშვილი ნიუ-იორკში სოლო კონცერტს გამართავს. ინფორმაციას თავად ალექსანდრე ავრცელებს სოციალურ ქსელში.

5 ნოემბერს ახლიდან ვიბადები! წარმოგიდგენთ ჩემს სოლო კონცერტს ნიუ-იორკში! ეს იქნება დღე, როდესაც მე როგორც არტისტი ახლიდან დავიბადები და პირველად წარვადგენ ჩემს სადებიუტო ალბომს ხალხის წინაშე, ექსკლუზიურად, სანამ მთელი მსოფლიო ამას მოისმენს. ჩემს ალბომზე უკვე ორი წელია რაც ვმუშაობ…

ამ ყველაფერთან ერთად რაც ძალიან მახარებს არის ის, რომ ამ კონცერტს დაესწრება ჩემი უსაყვარლესი მეგობარი და მსოფლიოში ნომერ პირველად აღიარებული ვოკალის მასწავლებელი, რომელსაც ნამუშევარი აქვს ისეთ ვარსკვლავებთან, როგორიცაა მერაია ქერი, ლუჩიანო პავაროტტი, ბოჩელი, და ა.შ Cheryl Porter Vocal Coach-ი“, – წერს ალექსანდრე ზაზარაშვილი.