მათემატიკის 64-ე საერთაშორისო ოლიმპიადაზე საქართველოს ნაკრების წევრებმა 5 მედალი მოიპოვეს

მათემატიკის 64-ე საერთაშორისო ოლიმპიადაზე საქართველოს ნაკრების წევრებმა  ოქროს 1, ბრინჯაოს 4 მედალი და 1 საპატიო სიგელი მოიპოვეს.

საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრები ეროვნული ოლიმპიადების შედეგების შემდეგ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და შოთა რუსთაველის სამეცნიერო ფონდის მიერ ორგანიზებული შესარჩევი წერით შეირჩნენ. ნაკრების ყველა წევრი კომაროვის სკოლის მოსწავლეა.

დავით კლდიაშვილი – ოქროს მედალი;

თორნიკე ბერია – ბრინჯაოს მედალი;

ალექსანდრე კორკოტაშვილი – ბრინჯაოს მედალი;

თამარ ფეიქრიშვილი – ბრინჯაოს მედალი;

გურამ მაჭარაშვილი – ბრინჯაოს მედალი;

ივანე ყულჯანიშვილი – საპატიო სიგელი.

ნაკრების ლიდერი – გიორგი ჭელიძე, თანალიდერები – გივი ნადიბაიძე და გიორგი სვანაძე.

მათემატიკის 64-ე საერთაშორისო ოლიმპიადა (IMO 2023) წელს იაპონიაში გაიმართა და მასში 112 ქვეყნის 700-მდე მოსწავლე მონაწილეობდა.